ჩიკაგოს აეროპორტი

ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავს აფრენამდე რამდენიმე წამით ადრე ცეცხლი გაუჩნდა

JIM YOUNG / REUTERS

ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს აფრენამდე რამდენიმე წამით ადრე ცეცხლი გაუჩნდა. ბოინგ 767 ჩიკაგოდან მაიამისკენ უნდა გაფრენილიყო. ბორტზე 161 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

Reuters-ის ცნობით, ცეცხლი მარჯვენა ძრავს გაუჩნდა. 19 მგზავრი და ეკიპაჟის 1 წევრი მცირედი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი სალონში არ შესულა და დაშავებულებს დამწვრობა ან კვამლით ინტოქსიკაცია არ მიუღიათ.

კომენტარები