რესპუბლიკური პარტია

დავით უსუფაშვილი დღეს, 17:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. უსუფაშვილი პარლამენტში ბრიფინგს 17:00 საათზე გამართავს. 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს. რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის თქმით კი, მას ეს ინფორმაცია არ აქვს.

”ამჟამად არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან არაფერი ვიცი. ბატონი დავითი ალბათ თავად გააკეთებს განცხადებას, რადგან ამხელა ამბავია ატეხილი. როგორც ვხვდები, ვიღაცამ რაღაცა თქვა და ჯერჯერობით ჰაერზეა ლაპარაკი”, - უთხრა ინტერპრესნიუსს ბერძენიშვილმა.

კომენტარები