არჩევნები 2016

ცესკო: ამომრჩევლის აქტივობა 12-00-ის მონაცემებით, 12.71%-ია

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობა 12-00-ის მონაცემებით, 12.71%-ს შეადგენს. ეს ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 315 009 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს 12:00 საათისთვის აქტივობა 19.81% იყო.

ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში დაფიქსირდა - 22.7%, ასევე, აქტივობა მაღალია ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში - 19.9% და ბაღდათი ხარაგაულში - 18.5%. ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა გორში ფიქსირდება - 7.2%.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.81% (655 948 ამომრჩეველი) იყო.

კომენტარები