მიწისძვრა იტალიაში

MFA იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

Twitter/MONKSOFNORCIA

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ იტალიაში მორიგი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა რიხტერის შკალით 6.5-7.1 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნორჩადან 6 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.

კომენტარები