არჩევნები 2016

ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 25.3%-ია

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა, 15:00 საათის მდგომარეობით, 25.3%-ია, რაც რაოდენობრივად 626 954 მოქალაქეა.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ცესკოდან იტყობინება, ყველაზე დაბალი აქტივობა გორშია 14%, ხოლო მაღალი ლანჩხუთი-ჩოხატაურში 38.7%.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2 229 უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები