იემენის კრიზისი

იემენში ციხის იზოლატორზე თავდასხმას სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მიერ ციხის იზოლატორზე თავდასხმას სულ მცირე 43 ადამიანი, მათ შორის პატიმრები ემსხვერპლნენ.

კოალიციამ ავიაიერიში საპორტო ქალაქ ჰობეიდაზე მიიტანა, რომელსაც ამბოხებული ჰუსიტების აკონტროლებენ. ავიაიერიშის დროს ციხეში 84 პატიმარი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი-ერთი ჭურვი უშუალოდ ციხის შენობას დაეცა და მთლიანად განადგურდა.

იემენის მთავრობამ საუდის არაბეთის მიერ შექმნილ კოალიციასთან ერთად, ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ავიაიერიშები 2015 წლის მარტიდან დაიწყო.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები