ევროკავშირი-კანადა

ევროკავშირმა და კანადამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

Reuters

ევროკავშირმა და კანადამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (CETA) გააფორმეს.

ბელგიის რეგიონის, ვალონიის 7 წლიანი წინააღმდეგობის გამო, შეთანხმების გაფორმება რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა 27 ოქტომბერს ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის მზად არის. შეთანხმების რატიფიცირება 30 ოქტომბერს ევროკავშირის 28-ვე ქვეყანამ მოახდინა.

ევროკავშირსა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის საბაჟო გადასახადების 99%-ის გაუქმებას ნიშნავს.

შეთანხმებას ხელი დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მოაწერეს.

 

კომენტარები