არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვის საპრეზიდენტი არჩევნებში პრორუსი კანდიდატი ლიდერობს

იგორ დოდონი
diez.md

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 92% დათვლის შედეგებით, სოციალისტური პარტიის პრორუსი წარმომადგენელი, იგორ დოდონი იმარჯვებს, რომელმაც ხმათა 49.7% მოაგროვა, მისმა პროდასავლელმა მეტოქემ, მარია სანდუმ კი - 37%. პირველ ტურში გამარჯვებისთვის დოდონმა 50%-იანი ზღვარი უნდა გადალახოს. 

დაწინაურებული კანდიდატის მთავარი საარჩევნო დაპირება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იყო. დოდონის თქმით, საგარეო კურსის არჩევისას ის რეფერენდუმს გამოაცხადებს და დაეყრდნობა მართლმადიდებლობას, როგორც "მოლდოველების მორალურ საყრდენს".

41 წლის დოდონი, რომელსაც წარსულში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ეკავა, საკუთარ თავს უწოდებს "ერთადერთ პოლიტიკოსს, რომელსაც რუსეთი ენდობა".

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები მოლდოვაში 20 წლის შემდეგ, პირველად იმართება. 2000 წლიდან პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა, თუმცა მიმდინარე წლის მარტიდან, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებს.

მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა. მოლდოვის მთავრობას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.

კომენტარები