არჩევნები 2016

Isfed-ის პარალელური დათვლითაც, ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ

სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე მიხეილ ბენიძემ ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაკვირვების შედეგად, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევები მოხდა, მათ შორის, ზოგ უბანზე - ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობა; შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება-გადასწორების ცალკეული შემთხვევები, ბიულეტენების ფარულობის დარღვევის მასშტაბური შემთხვევა ერთ საარჩევნო უბანზე.

"ამ ეტაპისთვის, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციას დაყენებული აქვს საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ერთი საარჩევნო უბნის ბათილობის საკითხი. ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენდა ცალკეულ საყურადღებო შემთხვევებს, თუმცა, მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ვერ მოახდენდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენას", - თქვა ბენიძემ.

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების PVT შედეგები:

ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 37.6% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9 %) შეადგინა, რაც პირველ ტურთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 52.9% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9%) იყო

სამართლიანმა არჩევნებმა სრულად მიიღო ინფორმაცია დამკვირვებლების 100%-ისგან, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ განთავსებული ოთხ საარჩევნო ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის; და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებში.

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი
• #41 თამაზ ნავერიანი- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 72.27%
• #5 აკმამედ იმამკულიევი - ნაციონალური მოძრაობა - 27.73% ახალციხე-ადიგენის #44 მაჟორიტარული ოლქი
• #41 გიორგი კოპაძე- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 69.83%
• #5 ვაჟა ჩიტაშვილი - ნაციონალური მოძრაობა - 30.17%

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი
• #41 კობა ნარჩემაშვილი - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 67.33%
• #5 გიორგი წერეთელი - ნაციონალური მოძრაობა- 32.67%

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი
• #41 ედიშერ თოლორაია- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 71.09%
• #5 სანდრა ელისაბედ რულოვსი - ნაციონალური მოძრაობა- 28.91 %

 

ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები

ბიულეტენების ნაკლებობა ხელმოწერების რაოდენობაზე:
• #60 მაჟორიტარული ოლქის #3 უბანზე (ჩოხატაური) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 148-ით აღემატება ბიულეტენების რაოდენობას.

ბიულეტენების მეტობა ხელმოწერებზე:
• #36 მაჟორიტარული ოლქის #68 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
• #65 მაჟორიტარული ოლქის #22 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
• #23 მაჟორიტარული ოლქის #37 საარჩევნო უბანზე (საგარეჯო) რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენები ორით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება:
• #68 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და აღნიშნულს თან არ ახლავს

შესწორების ოქმი.
• #39 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (კასპი) შემაჯამებელ ოქმში არაა მითითებული ბათილი ბიულეტენები.

ბიულეტენების არ დამოწმება:
• #44 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) 12 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, მათ შორის, ერთს არ ჰქონდა ასევე

რეგისტრატორის ბეჭედი. აღნიშნული ბიულეტენებიდან 11 იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ხოლო ერთი „ქართული ოცნების";
• #49 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ 9 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ბიულეტენების ბათილობის საფუძველია. აღნიშნულ 9- დან არჩევანი 6 ბიულეტენში „ქართული ოცნების", ხოლო 3 შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ იყო გაკეთებული.

ბიულეტენების ფარულობის დარღვევა
• #66 მაჟორიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, 35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული. „სამართლიანი არჩევნებს" საოლქო საარჩევნო კომისიაში დაყენებული აქვს აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათლობის საკითხი.

მასალის დალუქვის წესის დარღვევა:
• #7 მაჟორიტარული ოლქის #29 საარჩევნო უბანზე (კრწანისი) არ მოხდა კომისიის ბეჭდის დალუქვა.
• #7 მაჟორიტარული ოლქის #7 და #9 საარჩევნო უბნებზე (კრწანისი) არ მოხდა ჩანაწერთა წიგნის დალუქვა.
• #7 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნანზე (კრწანისი) გაფუჭებული ბიულეტენები არ იყო დალუქული დადგენილი წესით.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:
• #23 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნიდან (საგარეჯო) საარჩევნო ოლქში არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალი.

საკონტროლო ფურცლების შეუსაბამობა:
• #72 მაჟორიტარული ოლქის #3 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) ძირითადი ყუთის საკონტროლო ფურცელი არ შეესაბამება თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს.

მიხეილ ბენიძის თქმით, ამ დროისთვის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 61 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 37 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 55 საჩივარი.

წინასწარი შედეგები ცესკომ დღეს დილით გაასაჯაროვა.

კომენტარები