არჩევნები 2016

იმამკულიევი: 36-ე ოლქი მთლიანად უნდა გაუქმდეს, ხელახლა ჩატარდეს არჩევნები

აჰმედ იმამყულიევი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 36-ე ოლქის შედეგების გაუქმებას ითხოვს. მისი მოსაზრებით, ბევრი უბანი გაყალბდა.

"გუშინ იყო მთელი დღის მანძილზე გაყალბებები სხვადასხვა უბანზე. საბოლოო წერტილი დასვა იმ ვიდეოჩანაწერმა, სადაც პირდაპირ ამბობს ოცნების აქტივისტი, რომ ჩავყარეთ 400-მდე ხმა უბანზეო. დღეს ვაჭრობენ 300 იყო, 400 არაო. რა მნიშვნელობა აქვს. გაყალბება გაყალბებაა. მე არ ვთვლი ამას გამარჯვებად და ვერ მივულოცავ გამარჯვებულებს, რადგან მათ, უბრალოდ, იყიდეს მაჟორიტარული ადგილი პარლამენტში.

უნდა გავასაჩივროთ სასამართლოში. ბიძინა ივანიშვილის ხელქვეშ მყოფი სასამართლო და სახელისუფლებო ძალები იმუშავებენ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მაინც დემოკრატიული გზით უნდა მივიდეთ ბოლომდე. 36-ე ოლქი მთლიანად უნდა გაუქმდეს, ხელახლა ჩატარდეს არჩევნები", - ამბობს იმამკულიევი.

მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძე კი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. მისივე თქმით, ოლქში 50-მდე საჩივარია შესული. 

კომენტარები