გადამზიდავი კომპანიები

საფოსტო და საკურიერო ბიზნესის წლიური ბრუნვა 41 მილიონი ლარია

საქართველოს ფოსტა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში მოქმედი საფოსტო და საკურიერო საქმიანობის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით 2015 წელს ამ ბიზნესის მთლიანმა ბრუნვამ 41.5 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საფოსტო საკურიერო მომსახურებას 59 კომპანია ახორციელებს. მათი 83% ქალაქ თბილისში ოპერირებს, 8.5% - აჭარაში, 5.1% - იმერეთში, დანარჩენი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. ამ კომპანიებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 3.7 ათასია. აქედან 832 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 41,5 მლნ ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 63,0%-ს შეადგენს, ხოლო 37,0% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 43.9% წერილობითი კორესპონდენციების მიწოდებიდან არის მიღებული, 56.1% კი - ამანათების მიწოდებიდან.

კომენტარები