ავტოსაგზაო შემთხვევა

მოსკოვის გამზირზე ავტომანქანა მოსაცდელს დაეჯახა და მამაკაცი იმსხვერპლა

იმედი

თბილისში, მოსკოვის გამზირზე დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა გაჩერებაზე მოსაცდელს დაეჯახა და მამაკაცი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მძღოლი არ მიმალულა და ის გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის დროს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც, რომელიც დროულად გადაკეტეს.

კომენტარები