რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტია ნოდარ ებანოიძემაც დატოვა: პოლიტიკური ცხოვრება კვდება

ტაბულა

რესპუბლიკური პარტია ნოდარ ებანოძემაც დატოვა - ამის შესახებ მან ტაბულასთან საუბარში განაცხადა. პარტიის დატოვების მიზეზად მანაც აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

"ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ მივდივარ. მიზეზი არის ერთადერთი - მომავალი პერიოდის სამოქმედო ტაქტიკასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. პოლიტიკური ცხოვრება კვდება. ნიუანსებს ვერ გეტყვით, შიდა ამბებია. პიროვნული გაუგებრობა ნამდვილად არ არის. არ ვაპირებ არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას, არც ქარტულ ოცნებასთან პარტიულ თანამშრომლობას",- ამბობს ტაბულასთან საუბრისას ებანოიძე.

რესპუბლიკური პარტია დატოვეს დავით უსუფაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თინა ხიდაშელმა, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ. პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან ოქტომბრის დასაწყისში წავიდა.

კომენტარები