არჩევნები 2016

ქართული ოცნება: ენმ-ს მოვუწოდებთ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს

0 კომენტარი
ფოტო: 41.ge

"მოვუწოდებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.

ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.
 
სერგო რატიანის ინფორმაციით, მარნეულში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, შესაძლოა, იმამკულიევის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები