ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 150 აბი, 14 აბი მეტადონი და 0,4962 გრ მეტადონის ფხვნილი ამოიღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები