ტურიზმი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton Tbilisi გაიხსნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა
ეკონომიკის სამინისტრო

თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Tbilisi გაიხსნება. სასტუმრო ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში განთავსდება. საინვესტიციო შეთანხმება Hilton Worldwide-სა და Granat Georgia-ს შორის დღეს გაფორმდა.

Granat Georgia კოსტავას გამზირზე მდებარე ამორტიზებული შენობის ხუთვარსკვლავიან, 200-ნომრიან სასტუმროდ გადაკეთებაზე $20 მილიონს დახარჯავს. 

2015 წელს კომპანია „გრანატსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.

პროექტი საქართველოში Hilton Batumi-ს შემდეგ ამ ბრენდის მეორე სასტუმრო იქნება.

კომენტარები