Amnesty International

მოსკოვში ხელისუფლებამ Amnesty International-ის ოფისი დალუქა

0 კომენტარი

მოსკოვში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ოფისი დალუქა.

Amnesty International-ის რუსეთის ფილიალის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიტინის თქმით, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი დალუქული დახვდათ. ნიკიტინის თქმით, Amnesty International-ი მოსკოვის ოფისს 20 წელიწადზე მეტია პირდაპირ მუნიციპალური ხელისუფლებისგან ქირაობს.

ნიკიტინი აღნიშნავს, რომ დალუქვის მიზეზის გასარკვევად ის კართან დატოვებულ სატელეფონო ნომრებზეც რეკავს, თუმცა არავინ პასუხობს.

როგორც AP აღნიშნავს, ბოლო წლებში რუსეთში მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე ზეწოლა გაძლიერდა. რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გახშირებულია მათი თანამშრომლების დაშინება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები