მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

INGV

დღეს დილით იტალიაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ პერუჯიდან 52 კილომეტრის დაშორებით, პიევე ტორინაში, 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

26 ოქტომბრის 5.5- და 6.1-ბალიან მიწისძვრებს 30 ოქტომბერს 6.6 სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა - ეს ბოლო 36 წლის განმავლობაში იტალიაში ყველაზე ძლიერი რყევაა.

კომენტარები