საფრანგეთი

საფრანგეთში ოთხი მეჩეთი დახურეს

Reuters

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 4 მეჩეთი დახურეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხივე მეჩეთში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა.

ხელისუფლებას მეჩეთების დახურვის უფლებას საფრანგეთში ამ დრომდე მოქმედი საგანგებო რეჟიმი აძლევს, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოცხადდა.

ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების ბრალდებით, უკანასკნელ 1 წელიწადში საფრანგეთში 20-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო დაიხურა.

 

კომენტარები