Brexit

ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე Brexit-ის პროცედურას ვერ დაიწყებს

BRexit

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთი პარლამენტის თანხმობის გარეშე ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას ვერ დაიწყებს.

ამ დრომდე, ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა, რომ ლისაბონის შეთანხმების 50-ე თავის ამოქმედება, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაწყებას ნიშნავს, ბრიტანეთს პარლამენტის გარეშე შეუძლია, რადგან შესაბამის გადაწყვეტილებას მოსახლეობამ რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი. პარლამენტის წევრთა და აქტივისტთა ნაწილი მინისტრთა კაბინეტის მსგავს პოზიციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. სავარაუდოდ, აპელაციის განხილვა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის კი, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყება 2017 წლის მარტამდე სურს.

23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. Brexit-ს რეფერენდუმში მონაწილეთა 51.9%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები