დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ლონდონში დემონსტრანტებმა რუსეთის საელჩოს შესასვლელი დაბლოკეს

0 კომენტარი
ფოტო: PA

ბრიტანული ორგანიზაცია The Syria Campaign-ის აქტივისტებმა ლონდონში რუსეთის საელჩოს შესასვლელი დაბლოკეს. მათ შესასვლელთან 800 პლასტმასის ხელი მიიტანეს და დააწყვეს.

დემონსტრანტებმა ამ გზით, ალეპოში რუსეთის ავიათავდასხმები გააპროტესტეს. მათი თქმით, ალეპოზე რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი თავდასხმა ანტიტერორისტული მისიის შესრულების გარდა, ათასობით მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობას ნიშნავს, რომლებიც ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ. ორგანიზაციის წევრების თქმით, მსოფლიო ლიდერები ამ დანაშაულის შესაჩერებლად საკმარის ენერგიას არ ხარჯავენ.

პასუხად, რუსეთის საელჩომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო წერილი გაუგზავნა. მათი თქმით, დემონსტრანტების ღიად პროვოკაციულ და ხულიგნურ ქმედებებს პოლიცია ჩაურევლად ადევნებდა თვალს.

ცნობისთვის, დღეს რუსეთმა ალეპოში მორიგი, 10-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა, რომლის დროსაც მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება ექნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები