ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი: უახლოეს მომავალში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ჩვენს კამპანიას შეაფასებს

ტაბულა
ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ახალი თავჯდომარის არჩევის საკითხი წევრებს არ განუხილავთ.
 
"3 ძირითადი საკითხი იყო. ის, რომ პოლიტსაბჭოს დაევალებინა სამდივნოსათვის, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გააკეთებს ჩვენი კამპანიის შეფასებასა და ანალიზს. ეს უახლოეს დროში მოხდება. მეორე ძირითადი საკითხი იყო ყრილობა, რომლისთვისაც ვემზადებით. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ყრილობისათვის წესებს, განსაზღვრავს დროს და შესთავაზებს პოლიტიკურ საბჭოს და ის ამას შემდეგ დაამტკიცებს. და მესამე საკითხი იყო ის განცხადება, რაც მივიღეთ და დაგირიგდებათ დღეს", - განაცხადა ენმ-ის წევრმა, სერგო რატიანმა.
 
შეკითხვას უგულავასთან დაკავშირებით რატიანმა უპასუხა, რომ "რაც განსაზღვრული იყო დღის წესრიგის მიხედვით, ამ სამ რამეზე ვილაპარაკეთ მხოლოდ"
 
გუშინ, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ენმ-მ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. მისივე შეფასებით, ენმ ამომრჩევლისთვის დაბნეულობას და გაურკვევლობას ასხივებდა.

კომენტარები