ბანკები

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკების ათეული

AP Photo

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2016 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტი მოგება TBC ბანკმა გამოიმუშავა, კომპანიამ მესამე კვარტალში 183 მილიონიანი წმინდა მოგება აჩვენა, რაც წინა წელთან შედარებით 71%-ით მეტია. სიდიდით მეორე მოგება საქართველოს ბანკს ჰქონდა, ბანკის მოგებამ 150 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.5%-ით მეტია. სიდიდით მესამე კვარტალური მოგება რესპუბლიკა ბანკს ჰქონდა, ეს ბანკი 2016 წლის ბოლოსთვის TBC ბანკს სრულად შეერწყმება, რის შემდეგაც ის დამოუკიდებელი სახით ოპერირებას შეწყვეტს. 

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ზოგიერთი ბანკის ხარჯები მათ შემოსავლებზე მაღალი იყო, რის გამოც რამდენიმე ბანკი წაგებაზე გავიდა. მაგალითად, ტერა ბანკს 15.9 მილიონიანი წაგება ჰქონდა, სილქ როუდ ბანკს 1.3 მილიონიანი წაგება, ფინკა ბანკს კი 2.3 მილიონიანი წაგება.

კომენტარები