აშშ არჩევნები

ხვალ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

youngthoughts.org

ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ. მეილების საქმეში ჰილარი კლინტონის კრიმინალის ნიშნები არ იკვეთება, რამაც კლინტონის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

სოციოლოგიური გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონს 44 % აქვს მხარდაჭერა, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს კი 40 %. აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბრის გამოკითხვების მიხედვით, კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობა 45 % იყო, ტრამპის კი 43%.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაცია, არჩევნების შემდეგ წელს, 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები