იემენის კრიზისი

იემენში სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7000-ზე მეტია

Reuters

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, იემენში სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7000-ზე მეტია.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წლის მარტიდან, იემენში 7070 ადამიანი დაიღუპა, 36 818 დაშავდა, 2.1 მილიონ ადამიანს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა იემენში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და დაახლოებით 21 მილიონ ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.

ქვეყანაში ფიქსირდება ქოლერის 2200-ზე მეტი შემთხვევა, სამედიცინო დაწესებულებების დიდ ნაწილს კი შეზღუდულ რეჟიმში უწევს მუშაობა, ზოგი საერთოდ დაიხურა.

კომენტარები