აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი კენტუკისა და ინდიანაში ლიდერობს, კლინტონი - ვერმონტში

midnightsunak.com

წინასწარი მონაცემებით, კენტუკისა და ინდიანაში რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, ვერმონტში კი - რესპუბლიკელების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

ხმის მიცემა შეწყდა აშშ-ის 8 შტატში: ინიდანა, კენტუკი, ფლორიდა, ჯორჯია, ნიუ ჰემფშირი, სამხრეთ კაროლინა, ვერმონტი და ვირჯინია.

ხმის მიცემა თბილისის დროით შეწყდება:

4:30 - ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, დასავლეთ ვირჯინია

5:00 - ალაბამა, კონექტიკუტი, დელავერი, ვაშინგტონი (დედაქალაქი), ილინოისი, კანზასი, მენი, მერილენდი, მასაჩუსეტსი, მიჩიგანი, მისისიპი, მისური, ნიუ ჯერსი, ჩრდილოეთ დაკოტა, ოკლაჰომა, პენსილვანია, როუდ აილენდი, ტენესი, ტეხასი.

5:30 - არკანზასი

6:00 - კოლორადო, ლუიზიანა, სამხრეთ დაკოტა, მინესოტა, ნებრასკა, ნიუ მექსიკო, ნიუ იორკი, ვისკონსინი, უაიომინგი

7:00 - არიზონა, აიდაჰო, აიოვა, მონტანა, ნევადა, ორეგონი, იუტა

8:00 - ალასკა, კალიფორნია, ჰავაი, ვაშინგტონი

 

კომენტარები