აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

Reuters

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, დემოკრატ ჰილარი კლინტონს 49 ხმით უსწრებს.

ამ ეტაპზე დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში უკვე 266 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი - 218.

საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვებაა საჭირო.

ხმების დათვლის პროცესი მხოლოდ 6 შტატში არ დასრულებულა. დარჩენილია საარჩევნო კოლეგიის 55 ხმა.

კომენტარები