აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპის არჩევას ბირჟებზე ვარდნა, ვალუტების გაუფასურება და ოქროს გაძვირება მოჰყვა

Reuters

გლობალურ ბაზრებზე დონალდ ტრამპის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევამ შოკის ეფექტი იქონია. S&P 500-ის ინდექსი 5%-ით შემცირდა, შესუსტდა დოლარის ინდექსი (DXY), რომელმაც რამდენიმე საათის მანძილზე 98-დან 95-მდე დაიწია, მექსიკური პესო კი 12%-ით დაეცა. ბაზარზე არსებული გაურკვევლობის გამო 4.9%-ით გაიზარდა ოქროს ღირებულება, ეს BREXIT-ის შემდეგ ოქროს ყველაზე დიდი გამყარებაა. საერთაშორისო ბაზარზე არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდებოდა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შედეგები საერთაშორისო ბაზრებზე:

  • S&P 500 ინდექსი 5%-ით გაუფასურდა
  • Euro Stoxx 50 ინდექსი 4.3%-ით გაუფასურდა
  • MSCI აზიური ინდექსი 2.6%-ით გაუფასურდა
  • მექსიკური პესო 12%-ით გაუფასურდა
  • იაპონური იენი 2.4%-ით გამყარდა
  • ევრო და შვეიცარიული ფრანკი 1.2%-ით გამყარდა
  • ოქრო 4.8%-ით გაძვირდა, BREXIT-ის შემდეგ ყველაზე დიდი გაძვირება
  • ნედლი ნავთობი გაიაფდა 4.3%-ით
  • აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ვალდებულებების ღირებულება 2%-ით შემცირდა

მექსიკური პესო

მექსიკური პესოს მკვეთრი დევალვაცია დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებს უკავშირდება. ტრამპი ხისტი სამიგრაციო პოლიტიკის მხარდამჭერია, ის მექსიკა-ამერიკას შორის კედლის აშენებას ითხოვს. სამიგრაციო პოლიტიკასთან ერთად ტრამპი ასევე გეგმავს ბილ კლინტონის დროს მექსიკა-აშშ-კანადას შორის დადებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების NATFA-ს გადახედვას, რაც სავარაუდოდ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობაზე ნეგატიურად აისახება. 

ოქრო

ოქროს 4.8%-ით გაძვირება ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ზრდას უკავშირდება. არსებული მდგომარეობით, უნცია ოქროს ღირებულება $1,317-ს შეადგენს. ბრიტანეთის ისტორიული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ ეს ოქროს ყველაზე მკვეთრი გამყარებაა.

კომენტარები