აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

bloomberg.com

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პრეზიდენტის პოსტზე წარმატება უსურვა.

როგორც განცხადებაში წერია, პუტინი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. პუტინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანასა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხის ეფექტურად მოგვარებას მოახერხებენ.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა.

საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო.

 

კომენტარები