წყალმომარაგება

GWP: ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი ხვალ დილამდე არ ექნება

კომპანია Georgian Water And Power-ის განცხადებით, ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი ხვალ დილის 07:00-მდე შეუწყდება. კომპანია საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა N12-თან, მიმდინარე სამუშაოების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუჯის 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელი ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 9 ნოემბერს, 13:00 საათიდან, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში: დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის და იყალთოს ქუჩებს, იყალთოს გორას, შარტავას, პანკისის, ნატახტრის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ჩაილურის, ტუსკიას, ლიხაურის, წინუბანის, ქარელის, ენგურის, ჭიათურის, ალექსიძის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, ჯანაშვილის და აფაქიძის ქუჩებს, პეკინის ქ. N1-10, კოსტავას გამზ. N63-76 და კოსტავას გამზირზე მდებარე პოლიციის შენობას.

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზ N1-35 და 2-54, ირაკლი აბაშიძის ქ. N1-20, ბარნოვის ქ. N65-83 და N78-94, ფალიაშვილის ქ. N1-36, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირების, ცხვედაძის, პეტრიაშვილის და ატენის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზ. N 37-47.

ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტს, ტელევიზიას, სპორტის სასახლეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინს", ცირკს, ბავშთა ინფექციურ საავადმყოფოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კორპუსებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან აღდგება. იქამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ორგანიზაციებს, საავადმყოფოს და მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს. სამუშაო პროცესს ართულებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენები, რაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას და უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები