კალიფორნიაში, მასაჩუსეტსში, მეინსა და ნევადაში მარიხუანა ლეგალიზებულია

Getty Images

ამერიკის 5 შტატში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზეც მიმდინარეობდა ხმის მიცემა. შედეგებით გაირკვა, რომ მოსახლეობამ რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მასაჩუსეტსში, კალიფორნიაში, მეინსა და ნევადაში მიიღო. არიზონამ კი უარი თქვა.

მარიხუანის ლეგალიზაცია ძალაში 2016 წლის 15 დეკემბერს შევა.

ლეგალიზაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კალიფორნიის მოსახლეობას 28 გრამის ოდენობით მარიხუანის ფლობისა და სახლში 6 ძირის მოყვანა შეეძლებათ.

მასაჩუსეტსის შტატის მოსახლეობას კანონის ფარგლებში 28 გრამი მარიხუანის ფლობისა და სახლში 300 გრამამდე შენახვის უფლება ექნებათ.

ნევადის შტატში მოსახლეობას ასევე 28 გრამი მარიხუანის ტარების უფლება ექნება. იმ ნევადელებს კი, რომლებიც მარიხუანის მაღაზიიდან 50 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, სახლში 6 ძირის მოყვანის უფლება ექნებათ.

რაც შეეხება მეინს, დასაშვები იქნება 70 გრამი მარიხუანის ფლობა და 6 ძირი მარიხუანის მოყვანა.

ჩამოთვლილ შტატებში მარიხუანის წარმოებისა და რეალიზაციისთვის ლიცენზიები გაიცემა.


ფოტო: IBT

გარდა ამისა, ფლორიდამ, არკანზასმა და ჩრდილოეთ დაკოტამ მხარი დაუჭირეს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას.

აქამდე მარიხუანა ლეგალიზებული იყო ალასკაში, ორეგონში, ვაშინგტონში, კოლორადოსა და კოლუმბიის ოლქში.

კომენტარები