აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

მერკელი ტრამპზე: ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი

ანგელა მერკელი, დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში უკმაყოფილება მოჰყვა. კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.

"გერმანია და ამერიკა დაკავშირებული არიან ღირებულებებით: დემოკრატია, თავისუფლება, კანონისა და ადამიანური ღირსებების პატივისცემა, როგორიცაა წარმომავლობა, კანის ფერი, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია და პოლიტიკური პოზიცია. ამ ღირებულებების საფუძველზე ამერიკის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო თანამშრომლობას ვთავაზობ.

რა თქმა უნდა, ჩვენ - ევროპელები, როგორც NATO-ს პარტნიორები, ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი დაინტერესდება, რა მოგვაქვს ალიანსისთვის. მაგრამ ჩვენც ვკითხავთ, რას ფიქრობს ალიანსზე? ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი", - თქვა მერკელმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ვონ დერ ლეიენის მოსაზრებით კი, ამერიკელებს ტრამპისთვის ხმა არ მიუციათ. "ჩვენს ინტერესში პასუხისმგებლიანი და ღია ამერიკაა. ასევე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა იცის, არჩევნებში არა მას, არამედ ვაშინგტონის და ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ, მისცეს ხმა", - თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა კი, ტრამპის გაპრეზიდენტებით უფრო მეტი სირთულის შექმნა ივარაუდა.

"არაფერი იქნება მარტივად, პირიქით, მეტი სირთულე იქნება. არ ვიცით, დონალდ ტრამპი როგორ მართავს ამერიკას, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს შედეგი და მივიღებთ კიდეც", - თქვა შტაინმაიერმა.

უცხოურ მედიაში ვარაუდობენ, რომ გერმანიისა და ამერიკის ურთიერთობა შესაძლოა, დაიძაბოს. წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპმა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას "სრული კატასტროფა" უწოდა.

კომენტარები