აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ენმ აშშ-ის მოსახლეობას პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ულოცავს.

"საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება და საქართველო დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები