აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

კლინტონი: იმედია, ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება ყველა ამერიკელისთვის

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "მარცხის აღიარების სიტყვა" წარმოთქვა. 

ცრემლმორეულმა კლინტონმა მხარდამჭერებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ტრამპი "წარმატებული პრეზიდენტი იქნება ყველა ამერიკელისთვის".

"მივცეთ შანსი ტრამპს, გაუძღვეს ქვეყანას", - მიმართა კლინტონმა ამერიკელებს და დაამატა, რომ პატივს სცემს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას.

გრძელი კამპანიის დასასრულს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის მოქალაქეები კვლავაც იბრძოლებენ იმ ღირებულებებისთვის, რაზეც მისი წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფუძნებული.

გამოსვლის დასასრულს კლინტონმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამასა და მის ოჯახს ქვეყნის საუკეთესო მართვისთვის.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა დაუგროვდა.

საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო.

კომენტარები