აშშ-უკრაინის ურთიერთობა

სავჩენკო ტრამპს: გთხოვთ, გაამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ნადია სავჩენკო
The Telegraph

უკრაინელმა დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ აშშ-მა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. წერილი სავჩენკომ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

"მსურს ყურადღებით მოეკიდოთ საერთაშორისო მხარდაჭერის პრობლემასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რადგან აშშ, როგორც ქვეყანა, ყოველთვის იცავს დასავლეთ ევროპის ფასეულობებს მთელ მსოფლიოში. ამერიკა ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელ ხალხს. არ არსებობს სხვა ერი, რომელიც ისეთი დიდი ყურადღებით ადევნებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც უკრაინა. მოგმართავთ თხოვნით, რომ შეინარჩუნოთ და გაამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები", - წერს სავჩენკო.

სანქციების გამკაცრების გარდა, სავჩენკომ ტრამპს უკრაინისთვის საერთაშორისო, ტექნიკური და სამხედრო დახმარების აღმოჩენაც სთხოვა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

კომენტარები