ტოლერანტობის დღე

პრეზიდენტმა ეპისკოპოსი რუსუდანი და იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. იღუმენია ელისაბედის ჯილდო მის წარმომადგენელს მარიამ მარგველაშვილს გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

კომენტარები