უკრაინა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პარტია შექმნა

Reuters

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პარტია დააფუძნა. ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "ახალი ძალების პლატფორმა - ტალღას" მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.

"ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას. ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მის გუნდში სხვადასხვა ასაკის ადამიანები იქნებიან, რომლებსაც "ფულის კეთების" ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა სურთ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი 7 ნოემბერს დატოვა.

კომენტარები