აშშ-ის პირველი ლედი

მიშელ ობამა: ორი ვადა, 8 წელი. ეს საკმარისია.

ANNIE LEIBOVITZ / VOGUE

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა, VOGUE-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თეთრი სახლის დატოვების დროა.

"ვფიქრობ, ჩვენი დემოკრატიის წესი ზედმიწევნით სწორია: ორი ვადა, რვა წელი. ეს საკმარისია. რადგან, როდესაც ამ მასშტაბის ძალაუფლებასთან გაქვს წვდომა, მნიშვნელოვანია, რეალობას არ მოვწყდეთ. თეთრ სახლში ცხოვრება კი თავისთავად იწვევს იზოლაციას. ვფიქრობ, ბარაკმა და მე - რადგან ჯიუტები ვართ - გარკვეულწილად შევინარჩუნეთ ნორმალურობა, ძირითადად ჩვენი შვილების ასაკის გამო".

მიშელ ობამა პირობას დებს, რომ ის გააგრძელებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ბრძოლას და რაიმე ფორმით საჯარო ცხოვრებაში ჩართული იქნება, რადგან სხვა ადამიანების დახმარება აბედნიერებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პირველი ლედი მელანია ტრამპი იქნება.

კომენტარები