ბაგრამის ბაზაზე აფეთქებისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

U.S. Air Force


ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაგრამის ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

 

კომენტარები