ძიუდო

ევროპის U23 ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების 2 ოქროს მედალი

ბექა ღვინიაშვილი

თელ-ავივში დღეს გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა. 

მანამდე, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოისტმა კობა მჭედლიშვილმა.

ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა, ხოლო მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონზე.

კობა მჭედლიშვილი

კომენტარები