ტერორიზმი

პაკისტანში სამლოცველოს აფეთქების მსხვერპლი მინიმუმ 43 ადამიანია

AFP

მორიგი აფეთქება პაკისტანში - სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა პროვინცია ბელუჯისტანში მუსლიმური სალოცავის აფეთქების შედეგად.

აფეთქების მომენტში ადგილზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ისინი რიტუალურ ცეკვას, დჰამაალს ასრულებდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო, თუ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

10 ოქტომბერს ათობით ადამიანი იმსხვერპლა პოლიციის კოლეჯზე თავდასხმამ, ხოლო აგვისტოში საავადმყოფოზე შეტევამ - 70.

კომენტარები