მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულზე, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სტიქიის ეპიცენტრი კრაისტჩერჩიდან დაახლოებით 95 კილომეტრში მდებარეობდა. კრაისტჩერჩი ჯერ კიდევ ებრძვის 2011 წლის ძლიერი მიწისძვრის შედეგებს, რომელმაც 185 ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქის ცენტრი გაანადგურა.

დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება, პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია ეპიცენტრის მახლობლად მდებარე სახლები.

ახალი ზელანდია სეისმურად აქტიურ, ე.წ. „ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს. სექტემბერში, ჩრდილოეთის კუნძულზე 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოხდა.

კომენტარები