კრიმინალი

შსს: მარი მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებული ხარაგაულში დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარი მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა. პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ნ.ც ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში აიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე მარი მარკეტს თავს დაესხა და მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა.

"პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები