დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე ტრამპ თაუერში, 66-ე სართულზე პენთჰაუსი აქვს, რომელიც ცენტრალ პარკს გადაჰყურებს და 100 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. ტრამპი აქ ცოლთან და 10 წლის ვაჟ ბარონთან ერთად ცხოვრობს.
ახლადარჩეული პრეზიდენტი ასევე ფლობს მარ-ა-ლაგოს ფლორიდის პალმ ბიჩზე, რომელიც 1927 წელს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის აშენდა. ფართობი 10,219 m²-ია.
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მხოლოდ ნაწილობრივ იცხოვროს. ის ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა, რამდენი ღამის გატარება იყო აუცილებელი საპრეზიდენტო სახლში.