არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს პრორუსი კანდიდატი იგებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა გაიმარჯვების შესახებ განაცხადა.

ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, პრორუს კანდიდატ იგორ დოდონს ხმების 55 % აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის პროდასავლელ კანდიდატ მარია სანდუს კი 45 %. პირველ ტურში დოდონს ხმების 49.7 % ერგო, სანდუს კი - 37 %. 

"არჩევნები დასრულებულია. ხალხმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. 

1996 წლის შემდეგ მოლდოვაში, პირდაპირი წესით პრეზიდენტი პირველად აირჩიეს. ამ დრომდე პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა. მიმდინარე წლის მარტიდან კი, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებს.

41 წლის დოდონი, რომელსაც წარსულში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა, საკუთარ თავს უწოდებს "ერთადერთ პოლიტიკოსს, რომელსაც რუსეთი ენდობა".

მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა. მოლდოვის მთავრობას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები