თეთრი ხმაურის მოძრაობა

ქუთაისის აეროპორტში თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი დააკავეს

თეთრი ხმაურის მოძრაობა

ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აქტივისტი ქეთა გაბუნია და ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი ხმაურის მოძრაობა საკუთარ Fb გვერდზე ავრცელებს. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს. ტაბულას კითხვაზე, თუ სად გადაიყვანეს დაკავებულები, უწყებაში არ პასუხობენ. შსს დამატებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას", - წერია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები