ბიძინა ივანიშვილი

გურიის მოამბე: ივანიშვილი ჩიბათში, ასწლოვანი ჭადრის ხის სანახავად ჩავიდა

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

გურიის მოამბის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში, ასწლოვანი ჭადრის ხის სანახავად ჩავიდა. ჩიბათელები გურიის მოამბესთან საუბარში ამბობენ, რომ ივანიშვილი სოფელში გუშინ, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათი თქმით, "მანქანით მოვიდა, სკოლის ეზოში დიდხანს უტრიალეს ჭადრის ხეს, მერე მდინარეს გადახედა, რომელიც გვერდით ჩაუდის სკოლას და უკან გაბრუნდნენ".

ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უსაუბრია დიდი ხეებისადმი თავისი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ. რამდენიმე თვის წინ, ასწლოვანი ხე-ტიტა ციხისძირიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ზღვით გადაიტანეს. ამის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ "ამაზე დიდი ხეები" ესპანეთიდან და ჩილედან ჩამოაქვს.

კომენტარები