ფეხბურთი

მსოფლიო რეკორდი: სებასტიან აბრეუმ საფეხბურთო კლუბი 28-ედ შეიცვალა

Getty Images

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სებასტიან აბრეუმ კლუბი 28-ედ შეიცვალა, რაც მსოფლიოს რეკორდი აღმოჩნდა.

40 წლის აბრეუს 22-წლიან კარიერაში 23 კლუბში ჰქონდა ნათამაშები, ამჯერად კი ბრაზილიის მესამე დივიზიონის კლუბ ბანგუში ჩაირიცხა.

აბრეუმ კარიერა 1994 წელს მშობლიურ დეფენსორში დაიწყო. საბოლოოდ კი მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში მოასწრო თამაში. მისმა სატრანსფერო ფასმა ჯამში 7.5 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.

ყველაზე წარმატებული სეზონი მან ბრაზილიურ ბოტაფოგოში ჩაატარა.

გარდა ამისა, სებასტიან აბრეუმ ურუგვაის ნაკრებში 70 მატჩი ჩაატარა და 26 გოლის გატანაც მოახერხა. აბრეუს 2 მსოფლიო ჩემპიონატზე (2002, 2010) და 3 კოპა ამერიკაზე (1997, 2007, 2011) აქვს ნათამაშები. 2011 წელს მან ურუგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება მოახერხა.


ფოტო: Daily Mail

გრაფიკა: Daily Mail

კომენტარები