ბიუჯეტი 2017

რომელ პროგრამებზე გეგმავს თბილისის მერია 800-მილიონიანი ბიუჯეტის დახარჯვას

facebook.com/CityHallofTbilisi

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა. პირველადი პროექტის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 47 მილიონით მცირდება და ის 800 მილიონ ლარს შეადგენს. 2017 წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატის შენახვა ბიუჯეტის 11%, ანუ 90 მილიონი ლარი დაჯდება. ეს თანხა მერიის სტრუქტურებში დასაქმებული 5.7 ათასი ადამიანის სახელფასო ფონდს წარმოადგენს და ის წლევანდელთან შედარებით 0.9 მილიონით ნაკლებია. 

რაც შეეხება ბიუჯეტის პროგრამებს, მომავალ წელს 147 მილიონი ლარია გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენაზე. ამ თანხით 2017 წელს 674 ათასი კვადრატული მეტრი ახალი გზის მშენებლობა და 585 ათასი კვადრატული მეტრი არსებული გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 148 მილიონია გამოყოფილი, რაც წინა წელთან შედარებით 34 მილიონით ნაკლებია. ამ შემცირებას მერიაში 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის დასრულებას უკავშირებენ. მომავალ წელს მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, გამწვანების სამუშაოებზე 71 მილიონის დახარჯვას გეგმავს, ამ თანხით 190 ათასი ხის დარგვაა დაგეგმილი. საჯარო ბაღების დაფინანსება კი 94 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

2017 წლის ბიუჯეტის პროგრამები და 2016 წელთან შედარებით ამ პროგრამების დაფინანსების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

1) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/აღდგენა - 147 მილიონი ლარი, ზრდა 29 მილიონი
 
  • გზების აღდგენა-მოვლა შეკეთება - 85 მილიონი ლარი
  • საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაცია -21 მილიონი ლარი
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოქესრიგება  -20 მილიონი ლარი
  • მეტროს სადგურების მოვლა-მშენებლობა - 10 მილიონი ლარი
  • საბაგიროს მშენებლობა  - 6 მილიონი ლარი

2) ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული შენობების გამაგრება - 148 მილიონი ლარი, კლება 34 მილიონი

  • ავარიული შენობების გამაგრება - 20 მილიონი ლარი
  • საკანალიზაციო ობიექტების მშენებლობა, გვირაბების გაყვანა და სხვა - 24 მილიონი ლარი
  • კეთილმოწყობა - 40 მილიონი ლარი
  • გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია - 21 მილიონი ლარი
  • ქალაქის განვითარების ხელშეწყობა - 27 მილიონი ლარი

3) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - 71 მილიონი ლარი, კლება 6 მილიონი

  • გამწვანება - 16 მილიონი
  • დასუფთავება - 51 მილიონი
  • ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის დაფინანსება - 5 მილიონი

4) ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 180 მილიონი, კლება 29 მილიონი (კლების მიზეზი კომუნალური ვაუჩერის გაცემის წესის ცვლილებაა, რომელსაც მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მიიღებენ)

  • ჯანდაცვა - 41 მილიონი, მათ შორის სასწრაფო დამხარება - 30 მილიონი ლარი
  • სოციალური დაცვა - 138 მილიონი ლარი, მათ შორის:
  • უფასო სასადილოები - 16 მილიონი ლარი
  • პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთა მგზავრობის სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი
  • კომუნალური სუბსიდიები 12 მილიონი ლარი
  • დანგრეული სახლებში მაცხოვრებელთა კომპენსაცია - 6 მილიონი და სხვა ხარჯები.

5) განათლება - 110 მილიონი ლარი, ზრდა 4 მილიონი ლარი

  • თბილისის საჯარო ბაღების სისტემის დაფინანსება - 94 მილიონი ლარი
  • თბილისის საჯარო სკოლების ხელშეწყობა - 7 მილიონი ლარი
  • საზოგადოებრივი განათლების ამაღლება - 5 მილიონი ლარი
  • ბიბლიოთეკების დაფინანსება - 3 მილიონი ლარი
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა - 1.5 მილიონი ლარი
6) კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 28 მილიონი, კლება 0.5 მილიონი
 
  • თეატრების დაფინანსება - 2 მილიონი ლარი
  • სახელოვნებო განათლების დაფინანსება - 1.8 მილიონი ლარი
  • მუზეუმების დაფინანსება - 1 მილიონი ლარი
  • კულტურის ობიექტების განვითარება - 1.6 მილიონი ლარი
  • კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 3 მილიონი ლარი
  • სპორტის დაფინანსება - 14 მილიონი ლარი
  • ახალგაზრდობის დაფინანსება - 2 მილიონი ლარი
7) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 30.8 მილიონი ლარი, ზრდა 1 მილიონი 
 

8) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3.4 მილიონი ლარი, კლება 400 ათასი

  • ცხოველების მონიტორინგი - 3.4 მილიონი ლარი

9) ეკონომიკის განვითარების სამსახური - 3.3 მილიონი, შემცირება - 1.7 მილიონი ლარი

ბიუჯეტის პროექტი მეორე წარდგენისთვის სავარაუდოდ შეიცვლება, რადგანაც მასთან დაკავშირებით უმცირესობასა და უმრავლესობაში შენიშვნები აქვთ.
 

კომენტარები