მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

გერმანიაში, პროტესტის ნიშნად, მარიხუანა ქუჩებში დათესეს

Stian Alexander

გერმანიის პოლიციას გოტინგენის ქუჩების მარიხუანისგან "გაწმენდა" მას შემდეგ მოუხდა, რაც ქალაქში ადგილობრივებმა, ერთ-ერთი ორგანიზაციის მხარდასაჭერად, კილოგრამობით მცენარე დათესეს.

კამპანიის მონაწილეების თქმით, ისინი გერმანიის შემზღუდველ ნარკოკანონმდებლობას აპროტესტებდნენ.

მაცხოვრებლებმა მარიხუანა, მათ შორის, პოლიციის სამმართველოსა და საკუთარი სახლის ფანჯრებზე დამაგრებულ ქოთნებში დარგეს.

ბერლინში პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ფლობა 15 გრამამდეა დასაშვები, ფედერალური მხარეების უმეტესობაში კი 6 გრამამდე. კულტივაცია და ფლობა, ნებართვის ქონის შემთხვევაში, დასაშვებია სამეცნიერო დაწესებულებებისთვის. აფთიაქებს კი შეუძლიათ, სპეციალური ნებართვის შემთხვევაში, გაყიდონ კანაფი ან მისგან დამზადებული მედიკამენტი ნებართვის მქონე პაციენტებისთვის.


ფოტო: Stian Alexander

კომენტარები